Tbilisi Pride

TBILISI PRIDE მარშს არ მართავს, მაგრამ პუტინისტები ძალადობით მაინც იმუქრებიან

ტაბულა

TBILISI PRIDE წელს მარშის გამართვას არ აპირებს, თუმცა პუტინისტები ძალადობით კვლავ იმუქრებიან. ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ, FACEBOOK-ზე მობილიზაცია დააანონსა. პოსტი ამ დროისთვის არ იძებნება.

"Tbilisi Pride ვერ გაგახარებთ …. საქართველოში …. ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებთ, ვერსად და ვერასდროს …. … ღირსების მარშს რომ ვერ ატარებთ თქვენივე ნებით, ეგ გასაგებია … ეგ ისედაც ცხადი იყო. 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით არ გექნებოდათ მაგის სურვილი. ნუ ეგეც ჩვენი გამარჯვებაა ნაწილიბრივ ….მაგრამ მობილიზაციას ჩვენც დავიწყებთ დღეიდან და ვნახოთ, რა ფესტივალის სურვილი გექნებათ ივნისის ბოლოს".- დაწერა მორგოშიამ.

თბილისი პრაიდმა 28 ივნისიდან 2 ივლისამდე დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, კვირეული 3 ძირითადი ღონისძიებისგან შედგება, მათ შორის არის - ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და პრაიდ ფესტივალი. ორგანიზატორების განცხადებით, 2022 წელს მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად "არავითარი სივრცე და შესაძლებლობა" არ გააჩნიათ. 

განცხადება სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები