რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მიმდინარეობს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამის შესახებ პოდოლიაკმა lb.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"პოლიტიკურ და დიპლომატიურ ნაწილში მოლაპარაკებების პროცესი დღესდღეობით შეჩერებულია. ჰუმანიტარულ ნაწილში ის მუშაობს – ტყვეების გაცვლა, ჰუმანიტარული დერეფნები, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის მცდლეობები". - თქვა პოდოლიაკმა.

როგორც პოდოლიაკი ამბობს, პოლიტიკურ ნაწილში მოლაპარაკებები შეჩერდა, რადგან "რუსეთი არსებულ მოვლენებს არაადეკვატურად უყურებს". ამიტომ შეჩერებულია არამხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებები, არამედ არაფორმალური კონსულტაციებიც. 

სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ორივე მხარემ მაისის შუა რიცხვებში განაცხადა. უკანასკნელად უკრაინული და რუსული დელეგაციები თურქეთში, მარტის ბოლოს შეხვდნენ.

კომენტარები