რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 30 მაისის ანგარიში

რუსი ოკუპანტები თვითმავალ ჰაუბიცაზე წარწერით - "კიევზე!"

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ნაციონალისტი მოღვაწეები უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წარუმატებლობას ხშირად აკრიტიკებენ.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა. ანგარიშის მიხედვით, უმცროს ოფიცრებს დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა უწევთ, რადგან არმია მაღალკვალიფიციური და უფლებამოსილი კადრების ნაკლებობას განიცდის. ანგარიშის მიხედვით, ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების დიდი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, ბრძანებების შესრულების დონეს შეამცირებს. ამასთან ერთად, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG), რომლებიც უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფისგან შედგება, სავარაუდოდ,  უმცროსი ლიდერების დანაკლისის გამო, ნაკლებად ეფექტური იქნება.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

რუსეთის სამხედრო წრეებში შიდა უთანხმოება, იმის მტკიცებით, რომ ომის მოსაგებად კრემლი საკმარისს არ აკეთებს, კვლავ იზრდება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ყოფილმა ოფიცერმა იგორ გირკინმა (ასევე ცნობილი როგორც სტრელკოვი) დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ პრიორიტეტად დონბასის გათავისუფლების შესახებ. გირკინი ამტკიცებდა, რომ კრემლმა უარი თქვა კონფლიქტის იდეოლოგიურ საფუძვლებზე, რაც მთელ უკრაინაზე ფოკუსირებას უკავშირდება. 

  • ოკუპანტები სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარების მცდელობებს განაგრძობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა განაგრძეს იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეტევები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • უკრაინული წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ირგვლის პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტები სევეროდონეცკის ალყის გასაძლიერებლად ჩრდილოეთით პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის თავდასხმების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დონეცის დასავლეთით, მდინარე სივერსკში პოზიციების დაკავებას შეეცდებიან.
  • ოკუპანტები მარიუპოლში ფილტრაციისა და დეპორტაციის პროცედურებს აძლიერებენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები