რა თქმა უნდა, თავის მხრივ, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, სახელმწიფოს მეთაურს, კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს პოლიციელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას. პრემიერმინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე, აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გააზრებული გვაქვს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროპული სტანდარტიზაცია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროპული პრინციპების დაცვა და განვითარების ძალა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გომელაური: აქტიურად ვმუშაობთ პოლიციისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე
tbl.ge/60vl
დაკოპირდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ადამიანის სხეულის სამედიცინო ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევისთვის 3 პირი დააკავეს
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა იარაღით მიიყენა ჭრილობა და გარდაიცვალა - შსს
- დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა - შსს
- შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად სერგი ბზიშვილი დაინიშნა
- შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბათუმში დააკავა




