რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: სევეროდონეცკის მისადგომებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან, 2022 წლის 20 მაისი
AP News

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან ქალაქ ლიმანის დაკავება სევეროდონეცკში წინსვლის მცდელობებს უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის მიასადგომებში მიმდინარეობს.

"რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის ქვედანაყოფები ჩრდილოეთიდან მიმავალი ძალების ცენტრალური ჯგუფის მხარდაჭერით, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ. ამასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები კონტროლს ინარჩუნებენ. რუსეთმა ძალების კონცენტრირებით უფრო ადგილობრივ წინსვლას მიაღწია.

ოკუპანტების მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრული ტერიტორიის ოკუპაციაა. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა სევეროდონეცკის მიღმა ტერიტორიულ წინსვლას უნდა მიაღწიოს, მათ შორის, ქალაქ კრამატორსკისა და დნეპრო-დონეცკის მთავარ გზაზე კონტროლი დაამყაროს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები