რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპული საბჭო: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის საკითხს ივნისში დავუბრუნდებით

GETTY IMAGES

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების მეშვეობით რუსეთს მისი ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს. რაც შეეხება უკრაინას, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას.

ევროპული საბჭოს ანგარიშში ასევე ნახსენებია საქართველო და მოლდოვა. განცხადების მიხედვით, საბჭო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ივნისის თვეში დაუბრუნდება.

"ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის აპლიკაციებზე მოსაზრების მომზადებას და აღნიშნულ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება". - წერია განცხადებაში.

კომენტარები