რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: უკრაინაში არ გავგზავნით არაფერ ისეთს, რომლის რუსეთში სროლაც შეიძლება

Slawomir Kaminski / REUTERS

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ არ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს რაკეტა, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს.  

"არ გავგზავნი არაფერ ისეთს, რომლის რუსეთში სროლაც შეიძლება". - CNN-ის ცნობით, ასე უპასუხა ბაიდენმა კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინაში დიდი რადიუსის რაკეტების გაგზავნას. 

CNN გასულ კვირას წერდა, რომ მათი ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავდა უკრაინისთვის გაეგზავნა დიდი რადიუსის რაკეტები, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ითხოვს.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები