უკრაინა

დენისოვა: მაცნობეს, რომ რადას დეპუტატები ჩემთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვასთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა თავად გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. 

"ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტის ბრძანებით ხვალ იგეგმება უნდობლობის გამოცხადება ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი რადის წარმომადგენლისთვის... ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის აპარატი არ არის კმაყოფილი ჩემი, როგორც უკრაინის ომბუდსმენის საქმიანობით, აქტიური მუშაობით, რომელიც მიმართულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზზე. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები უკანონოა".- ამბობს დენისოვა. 

ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობს "თუნდაც მისი ქალიშვილის მეშვეობით". დენისოვას თქმით, მისი ნათესავი უკვე სამჯერ დაიბარეს დაკითხვაზე. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დენისოვას თანამდებობიდან გადაყენება რადას მომდევნო სხდომაზე იგეგმება, უკრაინსკაია პრავდას ორმა წყარომ ხალხის მსახურში დაადასტურა.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ZMINA - ადამიანის უფლებათა ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ტატიანა პეჩონჩიკმაც განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დენისოვას გადაყენების კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. 

 

კომენტარები