რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირილენკო: დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა

UNIAN

დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა. ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა.

"ბახმუტის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ნაწილი.  ეს ნაწილი 2014 წლიდან არ გამოიყენება, სარქველები დაკეტილია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი მოედინება. ამიაკის ღრუბელი მოძრაობს ნიადაგის ზემოთ სოფელ მაისკოედან ბახმუტისკენ".- ამბობს კირილენკო. 

მისივე თქმით, ბახმუტი, გლადოსოვო, დაჩა, მიკოლაივკა დრუჰა, ოდრადივკა და ოპიტნე შესაძლოა დაზარალებულ ზონაში მოხვდნენ. 

ადგლობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ უკვე გააფრთხილა. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება", - დააზუსტა კირილენკომ.

კომენტარები