მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს, დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა ციხეებში და ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული. მიზეზი არის ის, რომ მათ შორის ჯანდაცვის მომსახურება არის ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის არავითარი მიზეზი არ არსებობს. სააკაშვილის მიმართ იქნება ისეთი მოპყრობა, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ იმის მიუხედავად, რომ მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9 500 პატიმარს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები