იორდანია-საქართველო

პრემიერი: მეფე აბდულა II-ს მადლობა გადავუხადე ქრისტეს ნათლობის ადგილზე მიწის გადმოცემისთვის

შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდულა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის.

წერს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე. 19 იანვარს ღარიბაშვილმა თქვა, რომ იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადაეცა, რომელზეც, პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. 

კომენტარები