ჩვენ ისტორიული მომენტის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლეოსობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ, საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. შესაძლებელი გახდა, საერო და სასულიერო პირთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად.
იორდანია- საქართველო
პრემიერი: მაცხოვრის ნათლობის ადგილთან მიწა გადმოგვეცა, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება
