რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის მმართველ ელიტაში არავინ არის, ვინც პუტინის რეჟიმს განუდგება

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი გუნდის რეჟიმის ცვლილება რუსეთში ისევ შეუძლებელია

"ვფიქრობ, რუსეთის მმართველი ელიტა წლების განმავლობაში მუშაობდა ერთად. ისინი ერთმანეთთან ბევრი რამით, ბევრი ნაბიჯითა და ბევრი დანაშაულითაა გადაჯაჭვული. ყოველ შემთხვევაში, მათ  ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები აერთიანებთ, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება დანაშაულია. ეჭვი მეპარება პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა. მე ვფიქრობ, რომ მათ ყველას პუტინის ეშინია". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები