რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პოროშენკო ქვეყნიდან მეორედ არ გაუშვეს

REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ლიტვაში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად უკრაინის ტერიტორია ვერ დატოვა. პოროშენკო პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე ორჯერ გააჩერეს

უკრაინის მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტმა საზღვრის გადაკვეთა საზღვრი გადაკვეთის ნებართვასთა დაკავშირებით არსებული ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შეძლო. მისი პარტიის, ევროპული სოლიდარობის განმარტებით, პოროშენკო ოფიციალური დელეგაციის წევრთა სიაში იყო და გამგზავრებისთვის ყველა ფორმალური დოკუმენტს ფლობდა. 

მანამდე, 27 მაისს პოროშენკოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მისი გუნდის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი მივლინებაში მიდიოდა. 

საომარი მდგომარეობის გამო, 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ. თუმცა არსებობს ამ წესის გამონაკლისი შემთხვევები. 

კომენტარები