რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრამპი: უკრაინის დახმარებამდე, აშშ-მ უსაფრთხო სკოლები უნდა დააფინანსოს

დონალდ ტრამპი
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესმენებს მოუწოდებს, უსაფრთხო სკოლების დაფინანსება უკრაინის სამხედრო დახმარებაზე პრიორიტეტულად განიხილონ

"სანამ ჩვენი სახელმწიფო დარჩენილ მსოფლიოს აშენებს, ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხო სკოლები საკუთარი შვილებისთვის ჩვენს ქვეყანაში". - თქვა ტრამპა. 

ტრამპმა იარაღის მომხრეთა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, აშშ-ს ჰქონდეს 40 მილიარდი უკრაინაში გასაგზავნად, მაგრამ არ შეეძლოს სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შეხვედრა ჰიუსტონში, ეროვნული იარაღის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

ექსპრეზიდენტი პრეზიდენტი თვის დასაწყისში, აშშ-ს კონგრესის მიერ მხარდაჭერილ 40 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარებას გულისხმობს. კანონპროექტი სენატმა 86-11 ხმით მიიღო. საბოლოოდ, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში მოაწერა

 საერთო ჯამში, აშშ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ 54 მილიარდი დოლარით დაეხმარა.

ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 20 ბავშვი და 1 მასწავლებელი დაიღუპა. ასევე, რამდენიმე დღეში ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად მოკლული მასწავლებლის, ირმა გარსიას ქმარი, ჯო გარსია ცოლის ტრაგიკული სიკვდილიდან 2 დღეში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, თავდამსხმელი 18 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო. სკოლა მდებარეობს ქალაქ უვალდეში, რომელიც ამერიკის სიდიდით მეშვიდე ქალაქიდან, სან ანტონიოდან დაახლოებით 133 კილომეტრითაა დაშორებული.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებთან შეტაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა. სროლის დროს ორი ოფიცერიც დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები