რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ღარიბაშვილი სანქციებზე: ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით?

ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14.4 ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი.  

მე გეკითხებით, 2 თვის წინ ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, ჩვენ დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ დღეს, თქვენ თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, მოქალაქეებს რომ გასცეთ.

მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას. 

კომენტარები