პირობები, რომლებსაც ზელენსკი აყენებს დაზავებისთვის, იდიოტიზმამდე კატეგორიულია და პრინციპში შეუძლებელი. ის ითხოვს, რომ დონბასი და ყირიმი ისევ უკრაინის ნაწილად იქცეს, თითქოს არ იცის მანდ მცხოვრები ხალხის ნება. დონბასიდან ჯარების სრულად გაყვანა, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხალხის რეპრესიების შესაძლებლობა დარჩეს. და შემდეგ, ალბათ, დაიწყებს რაღაცაზე შეთანხმებას. ულტიმატუმები ლამაზად მხოლოდ ქაღალდზე ჟღერს. მათ, როგორც წესი, ძალის პოზიციიდან აყენებენ და არა აშკარა სისუსტის. გამარჯვების მომენტში და არა დამარცხების. ფხიზელ მდგომარეობაში და არა ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
მედვედევი: ზელენსკის დაყენებული პირობები იდიოტიზმამდე კატეგორიული და პრინციპში შეუძლებელია
tbl.ge/60pd
დაკოპირდა

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე.
ამავე თემაზე
- NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა – EP
- ზელენსკი: არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, თუ ეს მოხდება, მოსკოვიც დაიწვება
- ბელგია თავისი ყველა F-16 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს – Ukrinform
- უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
- ზელენსკი: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დავარტყით




