მკვლელობა

ესეს "როგორ მოვკლათ ქმარი" ავტორი, ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

Guardian

პორტლენდის სასამართლომ 71 წლის მწერალი ნენსი კრემპტონ ბროფი საკუთარი ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

2018 წლის 2 ივნისს, ამერიკელმა მწერალმა 63 წლის კულინარი დენიელ ბროფი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ეჭვმიტანილი იმავე წლის სექტემბრიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.

2011 წელს კრემპტონ ბროფემ გამოაქვეყნა ესე როგორ მოვკლათ ქმარი. ნაწარმოებში ის აღწერდა, თუ როგორ უნდა დამალოს დამნაშავემ მკვლელობის კვალი. 

"როგორც მოყვარულმა სასპენს მწერალმა დიდი დრო გავატარე მკვლელობაზე და შემდგომში მის დამალვის გზებზე ფიქრში. ასეთი რამ თუ მოხდა, მე პირადად არ მსურს ციხეში მოხვედრა. არ მიყვარს ფორთოხლისფერი უნიფორმა". – წერს ესეს შესავალში კრემპტონ ბროფე.

გამოძიების აზრით მკვლელობის მოტივი ფინანსური პრობლემები იყო.

ნენსი კრემპტონ ბროფეს განაჩენი მიმდინარე წლის 13 ივნისს გახდება ცნობილი.

კომენტარები