რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: პუტინისადმი დაშოშმინების პოლიტიკა საშიშია

Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა აღნიშნა, რომ პუტინისადმი დაშოშმინების პოლიტიკა საშიშია. 

"რუსული აგრესიის დაშოშმინების პოლიტიკა მიუღებელია. მას ძალით უნდა შევებრძოლოთ. უკრაინის გამარჯვებისთვის მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ სანქციები და სამხედრო დახმარება. ჩვენ ვეღარ შევჩერდებით". - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ, 25 მაისს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებისთვის მრჩეველთა ჯგუფი შექმნა. ჯგუფი უკრაინის გენერალურ პროკურატურას დაეხმარება, რათა რუსეთს მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გამოიძიონ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები