საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ბლინკენი: ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს ვუსურვებ. 

ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე მონდომება მიესწრაფოდეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მუხლჩაუხრელად მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლისთვის, ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და უზრუნველყოფილი მომავლისთვის. ერთად, ჩვენს ქვეყნებს ასევე გვერდი-გვერდ უმუშავიათ გლობალური და ადგილობრივი უსაფრთხოების მხარდასაჭერად.  

ამ აღსანიშნავ დღეს ყველგან მყოფ ქართველებთან ხელახლა ვადასტურებ შეერთებული შტატების უცვლელ ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით". – წეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

კომენტარები