ლარის კურსი

1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.86 ლარია, 1 ევროსი – 3.05 ლარი

ლარი დოლართან 0.7 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.18 თეთრით. 25 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8598 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0488 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 50 თეთრით, ხოლო ევროსთან - 70 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები