მეგან ფოქსი

მეგან ფოქსმა და MACHINE GUN KELLY-მ ერთმანეთის სისხლი დალიეს

მეგან ფოქსმა გამოცემა Glamour UK-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მან და თავისმა საქმრომ, Machine Gun Kelly-მ ერთმანეთის სისხლი დალიეს.

13 იანვარს ფოქსმა სოციალურ ქსელში ნიშნობის ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერაში კი დაწერა "მე "კი" ვთქვი, შემდეგ კი ერთმანეთის სისხლი დავლიეთ". ცოტა ხნის შემდეგ წყვილი ამულეტებით გამოჩნდა, რომლებშიც ერთმანეთის სისხლს დაატარებდნენ. მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მედია ცდილობდა გაერკვია რას გულისხმობდა მსახიობი "სისხლის დალევაში".

"დიახ, ეს სიმართლეა. უბრალოდ ისე არ მომხდარა ყველაფერი, როგორც სხვებს წარმოუდგენიათ. თითქოს Game of Thrones-ის სტილში, დიდი თასებით შევსვით სისხლი. რეალურად რამდენიმე წვეთი დავლიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ახალი და სავსე მთვარის რიტუალის ნაწილია". – ამბობს ფოქსი.

რეპერმა და მსახიობმა ერთმანეთი ფილმ Midnight in the Switchgrass-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

მეგან ფოქსი ამერიკელი მსახიობი და მოდელია. პოპულარობა ტრანსფორმერების ფილმებში მიქაელა ბეინის როლმა მოუტანა. შესრულებული აქვს როლები სურათებში Jennifer's Body, This is 40, Dictator. მუშაობდა ფოტომოდელად გამოცემებისთვის Maxim, Rolling Stone, FHM.

მეშინ გან კელი ამერიკელი მომღერალი, რეპერი და მსახიობია. მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. გამოცემული აქვს 6 სტუდიური ალბომი. 2018 წელს გამოუშვა დის-ტრეკი Rap Devil, რომელშიც ემინემი გააკრიტიკა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Bird Box, The Dirt, The Land

კომენტარები