ლარის კურსი

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.867 ლარია - 24 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.99 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.29 თეთრით გაუფასურდა. 24 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8668 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0706 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 48 თეთრით, ხოლო ევროსთან - 67 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები