რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ქმედებები თავისუფალი და ღია ინდო-წყნაროკეანეთის საჭიროებაზე მეტყველებს – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Quad-ის წევრების - ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა "თავისუფალი და ღია" ინდო-წყნაროკეანეთის საჭიროებაზე მეტყველებს.

ბაიდენმა ინდო-წყნაროკეანეთის ეკონომიკურ გეგმასა და ინდოეთისთვის Covid-19 ვაქცინის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა.

”აშშ და ინდოეთი მჭიდრო კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავენ, თუ როგორ უნდა შეამსუბუქონ უარყოფითი ეფექტები.

ჩვენს ქვეყნებს ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ და მე მზად ვარ, რომ აშშ-ინდოეთის პარტნიორობა განსაკუთრებით მჭიდრო გავხადო.”. - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამასთან ერთად, ინდოეთი არის ერთადერთი Quad ჯგუფს შორის, რომელსაც  რუსეთის წინააღმდეგ ორაზროვანი მიდგომა ჰქონდა. 

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ შეხვედრა "ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული" იყო. მისივე თქმით, აშშ-ინდოეთის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან ერთად, ინდოეთსა და რუსეთს მჭიდრო ურთიერთობა ახასიათებთ. ინდოეთის სამხედრო აღჭურვილობის 50%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. ინდოეთის სასაზღვრო დაძაბულობის გათვალისწინებით როგორც ჩინეთთან, ასევე პაკისტანთან, ეს მარაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Quad-ის წევრების - ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი არა მხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური პრობლემაა.

"ეს არის ბნელი საათი ჩვენს საერთო ისტორიაში. [...] უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. უდანაშაულო მოქალაქეებს ქუჩებში კლავენ და მილიონობით ლტოლვილი არის იძულებით გადაადგილებული და გადასახლებული. და ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა". - მიმართა ბაიდენმა ლიდერებს. 

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "ცდილობს, ჩაახშოს კულტურა" - აშშ-ს პრეზიდენტმა მიუთითა უკრაინულ სკოლებზე, მუზეუმებსა და ეკლესიებზე თავდასხმაზე. 

ბაიდენის სიტყვებით, აშშ გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშაობას რუსეთისთვის "გლობალური პასუხისმგებლობის" დასაკისრებლად, მისივე სიტყვებით, უკრაინაში შეჭრა მხოლოდ აძლიერებს Quad-ის მიზნებისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობას. 

კომენტარები