რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: რუსეთი ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ვერ შეაფერხებს

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთი ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ვერ შეაფერხებს.

სალივანის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ჯარი ამერიკულ სამხედრო ტვირთს დაბომბავს, ეს არ გამოიწვევს აშშ-ს სამხედრო დახმარების შეფერხებას.

"ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დივერსიფიცირებული და საიმედო ჯაჭვი. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენი რომელიმე [სამხედრო] ტვირთის მიზანში ამოღებას და დაბომბვას, ეს არ ფუნდამენტური და სტრატეფიული პერსპექტივით, ხელს ვერ შეგვიშლის სამხედრო დახმარების გაწევაში". - თქვა სალივანმა.

კომენტარები