რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთმა იმდენი დანაკარგი მიიღო, რამდენიც სსრკ-მ ავღანეთში 9-წლიანი ომის დროს

Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად პირველ სამ თვეში რუსეთმა, სავარაუდოდ, დაღუპულთა იმავე რაოდენობა განიცადა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს.

"დანაკარგების ასეთი მაღალ მაჩვენებელი, რომელიც დონბასში შეტევის დროს იზრდება, რუსეთის არმიის ცუდმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა, შეზღუდულმა საჰაერო დაცვამ, მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობამ გამოიწვია. 

რუსეთის საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ ომისგან გამოწვეული მსხვერპლის მიმართ მგრძნობიარეა. უკრაინაში მსხვერპლის ზრდასთან ერთად კი ეს ფაქტი უფრო აშკარა ხდება და შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილებაც გაიზარდოს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები