რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა სამ გარდაცვლილ სენატორს, მათ შორის ჯონ მაკკეინს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა სანქციების მხარდაჭერისთვის ათასამდე ამერიკელს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულთა სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მაისს გამოაქვეყნა.

ამ სიაში სამი გარდაცვლილი სენატორი, კონგრესმენი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პირველი მოადგილე მოხვდა. სანქცირებულთა სიაშივეა მითითებული პირთა გარდაცვალების თარიღი. რუსეთის ხელისუფლებამ, გარდაცვალების მიუხედავად, სანქციების რეჟიმის შენარჩუნება საჭიროდ მიიჩნია. 

მაკკეინი 2018 წელს გარდაიცვალა, ჰარი რიდი გასული წლის დეკემბერში, ხოლო ორინ გეთჩი კი მიმდინარე წლის მაისში.

რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერისთვის პერსონალური სანქციები მორგან ფრიმენსაც დაუწესა. რუსეთში შესვლა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსსაც აეკრძალათ

კომენტარები