რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთმა მორგან ფრიმენს უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

AP

მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-ს მოქალაქეთა იმ სიაში მოხვდა, რომლებსაც რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში შესვლა აუკრძალა

"ცნობილმა კინომსახიობმა 2017 წლის სექტემბერში ჩაწერა ვიდეო შეტყობინება, რომელშიც რუსეთის აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს". – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების 932 მოქალაქეს, მათ შორის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთში შესვლა ასევე ეკრძალებათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. ბრძანება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფის კანონს ხელი მოაწერა.

კომენტარები