რუსეთი ბაიდენს, ბლინკენსა და აშშ-ს კიდევ 930 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

REUTERS/Evelyn Hockstein

რუსეთმა აშშ-ს 932 მოქალაქეს, მათ შორის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით Reuters-ი ავრცელებს

რუსეთში შესვლა ასევე ეკრძალებათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. 

ბრძანება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფის კანონს ხელი მოაწერა.

21 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში ყოფნისას უკრაინისთვის დამატებითი $40 მილიარდი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. წარმომადგენელთა ორივე პალატის მიერ დამტკიცებული დახმარების აქტი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს სამხრეთ კორეაში ჩაუტანეს. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

კომენტარები