რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთი სანქციების გამო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის

REUTERS

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები ორივე მხარისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ, თუმცა ჩამოგდებისა და სხვა დაზიანებების გამო მათი რაოდენობა შემცირდა.

"რუსეთი სირიაში "სადაზვერვო დარტყმის" განხორციელებას ცდილობდა. აღნიშნულ ოპერაციაში სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს არტილერიის იდენტიფიცირებისთვის იყენებენ.

რუსეთი, სავარაუდოდ, შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის, რაც სანქციებისა და შიდა წარმოების შეზღუდვით არის გამოწვეული". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები