ჩემი რჩევა იქნება, რომ სერიოზულად მოეკიდონ კრიტიკას [ქართული ოცნება] რომელიც მეგობრებისგან მოდის. ისინი არიან საქართველოს მეგობრები ევროკავშირსა და ევროპარლამენტში. ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შედეგს ექნება უზარმაზარი გავლენა საქართველოზე. ამიტომ, მე უყურადღებოდ არ დავტოვებდი იმ ადამიანებისგან მომავალ კრიტიკას, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და მის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესებია. კონსტრუქციული კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. არავინ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა მართლმსაჯულების რეფორმის შუაგულში, სახიფათოა. ახლა თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და მე არ ვიცი, კიდევ როდის ეს ფანჯარა გახსნილი...
საქართველო-ევროკავშირი
კალიურანდი: თუ საქართველო ვერ მიიღებს EU-ს სტატუსს, არ ვიცი, ისევ როდის გაიხსნება ფანჯარა
tbl.ge/60fp
დაკოპირდა

ამბობს საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი მთავარ არხთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- როგორ აპირებს ოცნება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პირობის შესრულებას – გეგმა
- კობახიძე: შეიქმნება ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს
- კობახიძე: პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება
- სუბარი: როდესაც 308 დეპუტატი აწერს ხელს უსამართლო რეზოლუციას, ეს არის სერიოზული ძალა
- მთავრობა: პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს