რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებებს ომის გზა არჩია

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებებს ომის გზა არჩია. ამის შესახებ კულებამ Украина 24-ის ეთერში ისაუბრა.

"არ ყოფილა მომენტი, როდესაც უბრალოდ ადგნენ და მოლაპარაკებები შეწყვიტეს. მოლაპარაკებები ასანთის მსგავსი იყო: ჯერ ასანთს აანთებ, ის ძლიერად იწვის. მერე კი რაც უფრო იწვის, მით უფრო პატარავდება და ბოლოს მხოლოდ დამწვარი ასანთის ღერი რჩება, რომელსაც მიწაზე ყრიან და ფეხებით ითელება. ასე მოხდა მოლაპარაკებების დროსაც". - თქვა კულება.

მისი თქმით, სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ "აშკარა იყო, რომ რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებების მადა მკვეთრად დაკარგა".

"ამის მიზეზები ჯერ კიდევ უნდა შევისწავლოთ, თუმცა ყოველ კვირას ვხვედავთ, რომ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება: რაც უფრო აგრესიულია რუსეთი ბრძოლის ველზე, მით უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენს მოლაპარაკებების მიმართ. შეხედეთ რუკას, უკრაინის ქალაქებს, რომლებიც ბოლო დღეებში რაკეტებით დაბომბეს, დონბასის ბრძოლას, მარიუპოლს, ხერსონში გათხრების მცდელობებს და ნახავთ, რომ რუსეთმა არჩია ომი და არა მოლაპარაკება". - თქვა კულებამ.

კომენტარები