რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 19 მაისის ანგარიში

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  უკრიანის სახმედრო პირების ცნობით, ხარკოვიდან გაყვანილი რუსეთის ქვედანაყოფები დონეცკის ოლქის დასავლეთით გადავიდნენ. უკრიანის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკოვიდან 260 სამხედრო პირი ჩამოვიდა მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგების ჩასანაცვლებლად. 

რუსეთის სამხედრო ძალები ადამიანური დანაკარგის გამო, რუსეთის სამხედრო სარდლობამ  ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) გააერთიანა. უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერაციების უფროსმა მოადგილემ, ოლექსიი გრომოვმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები წყნარ ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტების დანაყოფებს 40-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის და 200-მდე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციებს აერთიანებენ.

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ აზოვსტალის ფოლადის ქარხნის განადგურებისა და მარიუპოლის საკურორტო ქალაქად გადაქცევის გეგმა შეიმუშავა, რაც რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ჩამოაშორებს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა განაცხადა, რომ ომამდე აზოვსტალი მისი უნიკალური მნიშვნელობის გამო, მარიუპოლის ეკონომიკის მთავარი ელემენტი იყო. ქარხანაში 10000-მდე სამუშაო ადგილი, მილიარდობით დოლარის სავალუტო შემოსავალი, 7000 ტონა ფოლადი, 6 მილიონი ტონა რკინა და 4,5 მილიონი ტონა ნაგლინი ლითონი იყო. პუშილინმა თქვა, რომ DNR მარიუპოლის ხელახლა აშენებას გეგმავს, რათა ის "საკურორტო ქალაქი“ გახდეს. მისი მტკიცებით, მარიუპოლის 60% განადგურდა იქამდე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელია. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან 264 სამხედრო პირის გამოყვანა შეძლეს. მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში (DNR და LNR) 16-17 მაისს იძულებითი მობილიზაციის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატმა (GUR) იტყობინება, რომ ძალით მობილიზებული LNR-ის სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები მოითხოვდნენ მათი ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ დაბრუნებას. რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში. GUR-მა აღნიშნა, რომ ომის შესახებ აღქმა და მობილიზაციის უკმაყოფილება LNR-ში გაუარესდა იმის გამო, რომ რუსეთის ძალებმა დიდი მსხვერპლი განიცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება დაჭრილი და დაღუპული სამხედრო პირების ოჯახებისთვის ფულად კომპენსაციას თავს არიდებს. მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ ადრე განაცხადა, რომ დონეცკში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 16 მაისს გაიმართა.

  • რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ჩრდილოეთით და დასავლეთით წინსვლისთვის სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევებისთვის ემზადებიან.
  • ოკუპანტები დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ.
  • გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აზოვსტალის ფოლადის ქარხნის განადგურებას გეგმავს, რაც პირდაპირ ძირს უთხრის ქარხნის აღების დიდ სტრატეგიულ ეკონომიკურ მნიშვნელობას.
  • რუსეთი სამხედრო ძალები სევეროდონეცკზე თავდასხმებისთვის ემზადებიან.
  • უკრაინის ძალებმა ხარკოვთან რუსეთის სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს.
  • ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში წარუმატებელ თავდასხმებს განაგრძობენ და ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. 
  • რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში პოზიციების განმტკიცებას ცდილობენ.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აშშ-სა და NATO-ს ბელარუსზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაერთოს. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 10 მაისს წვრთნების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბელარუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო მოქმედებების გაძლიერებაში დაადანაშაულა, ამასთან ერთად, მისი მტკიცებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიას დაზვერვის, დივერსიისა და სპეცოპერაციების გზით ემუქრებიან. გულევიჩის მიხედვით, ბელარუსის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, როგორც ამ რეგიონებში "შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ნაწილი". გულევიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით 20 000 უკრაინელი ჯარისკაცის განლაგების გამო, ბელარუსის სამხრეთ ოპერაციულმა ოლქმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამ ტაქტიკურ მიმართულებაზე ბელარუსის ჯარების განლაგება მოითხოვა, რაც შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს, რომ საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ბელარუსის გარკვეული ნაწილები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს განლაგდნენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები