პოდოლიაკი და ძმანი მისნი არ არის ჩვენთვის საინტერესო - თუ არ ვცდები, ეს არის ჭე კლასის ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ. რამდენადაც გავიგე, თურმე, უკრაინის ის მაგარი მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც უკვე მათი არასწორი განცხადებისა და პოლიტიკის გამო.
ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ობიექტურობა და სამართლიანობა მოთხოვო, გაჭირდება. სავარაუდოდ, ეს არის სააკაშვილის ფასიანი ლობისტი, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული - უამრავი ჰყავს, მათ შორის, მთავრობაშიც. ამაზე დროს ნუ დამაკარგინებთ, ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში.