დერეკ შოლესთან შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც იყო სრულყოფილად საუბარი. საქართველოში რომ პოლიტიკური პატიმრობა სენსაციად აღარ აღიქმება, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ის სიცოცხლისთვის იბრძვის, სიკვდილს ებრძვის და ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც, როგორც არასოდეს, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ და მას შესაბამის ევროპულ სახელმწიფოსა და სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
მელია: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ვითარება მალე სააკაშვილის სასარგებლოდ შეიცვლება
tbl.ge/60dq
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- ღუდუშაური სააკაშვილზე: ამ ვაჟბატონს ჭამას არავინ უშლის და არც უფლებები ეზღუდება
- ღუდუშაური: სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ხალხი დაიღალა
- კობახიძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია
- სერგეენკო: დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე ამხელა პოლიტიკური წნეხია
- ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალებაზე რაც მქონდა სათქმელი, უკვე ვთქვი