ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრების შესახებ კომიქსი გამოსცეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრებაზე, კერძოდ კი მისი სამსახიობო კარიერისა და პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ TidalWave Productions-მა კომიქსი სახელწოდებით Political Power: Volodymyr Zelenskyy (პოლიტიკური ძალა: ვოლოდიმირ ზელენსკიგამოსცა.

22-გვერდიან წიგნში იმის შესახებ იქნება მოთხრობილი, თუ როგორ გახდა ზელენსკი, რომელიც ხალხს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ომის დასრულებას დაჰპირდა, 2019 წელს უკრაინის ნამდვილი პრეზიდენტი, როდესაც ის იქამდე, 2015-2019 წლებში სატელევიზიო სერიალში Servant of the People (ხალხის მსახური) გამოგონილი პრეზიდენტის როლს ასრულებდა. კომიქსში ხაზგასმულია, რომ როდესაც ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მას არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია. 

კომიქსის ავტორი მაიკლ ფრიზელი გახლავთ, ხოლო ნახატები კი პაბლო მარტინენას ეკუთვნის. წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი წითელ ჯვარს გადაეცემა.

 

კომენტარები