ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან 2-2 თეთრით გამყარდა – 18 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.12 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.08 თეთრით. 18 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9442 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0973 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 46 თეთრით, ხოლო ევროსთან - 65 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები