დამოუკიდებელი მედია

პრაისი: საქართველოში თუ სხვაგან გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით

ჩვენ ძალიან მკაფიო და გულახდილები ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების საჭიროებასთან დაკავშირებით, რომლის ხელის შეწყობის ნახვა გვინდა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასევე კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას, იმ დროს, როდესაც ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.

როდესაც საქმე ეხება მედიის თავისუფლებას, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე მთელი მსოფლიოს გარშემო. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, ძალიან ბევრი ჟურნალისტის რეპრესირება და მათი მუშაობის ჩახშობა მოხდა. ძალიან ბევრი ტრაგიკულად დაშავდა, ან დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა უპასუხა მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე დასმულ კითხვას.

კომენტარები