წყალმომარაგების შეზღუდვა

წყალი 18 საათით არ ექნება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს

თბილისის ნაწილს 19 მაისის 14:00 საათიდან 20 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება. GWP მიზეზად საბურთალოს რაიონში "წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ სამუშაოებს" ასახელებს.

წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირებს, კაკაბაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, პეტრიაშვილის, ნიკოლაძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, გრიბოედოვის, ბესიკის,  ინგოროყვას, ჭონქაძის,  ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, პუშკინის, ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის  და მიმდებარე ქუჩებს, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანის დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის,  ბარნოვის,  მცხეთის, კეკელიძის, ცხვედაძის, ატენის, ყიფშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ამირეჯიბის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, კოსტავას, პეკინის, დოლიძის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, იყალთოს მთას, გამრეკელის, ბახტრიონის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, დიღმის წყლის, ფარსადანის, როსტევანის, ამბროლაურის, ვაზისუბნის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის და ბელიაშვილის ქუჩების ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, და ბალანჩინის ქუჩებს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები