ჩვენ უნდა შეგვეძლოს გონივრული, ძალიან შეგნებული და გაბედული გადაწყვეტილებების მიღება. პუტინმა ომი არ უნდა მოიგოს, ეს არის მიზანი. მაგრამ, ზღვარს არ გავცდებით. ეს იქნება ძალიან არასწორი მიზანი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს აქვს ბირთვული ძალა. ომი ძალიან გაიწელა და თუ ასე გაგრძელდა, საბოლოო ჯამში მივიღებთ უფრო მეტ დაღუპულ ადამიანს, მეტ განადგურებულ ქალაქსა და სოფელს. ამიტომ, ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. თუმცა, ამისთვის, რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს მონაწილეობის მიღება უკრაინასთან შეთანხმების მიღწევაში. ცეცხლი უნდა შეწყდეს და რუსეთმა უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, თუმცა, ჯერჯერობით, ამის ნიშნები არ არსებობს.
tbl.ge/609f
დაკოპირდა

თქვა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა RTL-ის ეთერში საუბრისას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიომი უკრაინაშიგერმანიაოლაფ შოლციგერმანია-რუსეთიგერმანია-უკრაინაგერმანია-რუსეთი-უკრაინავლადიმირ პუტინი
ამავე თემაზე
- ზელენსკის თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს
- რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს
- უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
- უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა




