საქართველო-ევროკავშირი

ვაშაძე: ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ EU-ში ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს, მათ გავაშიშვლებთ

მმართველ პარტიას პასუხები არ აქვს, ამერიკას, ევროპას ადებენ ხელს და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენი, საქართველოს ეროვნული ინტერესი რა არის? ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველო, სადაც იქნება ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული და გვექნება უსაფრთხოება.

ჩვენთვის ამის გარანტი ვინ არის? ამის გარანტი არის ამერიკა, ევროპა, ის მისწრაფება თავისუფლებისკენ, რომელიც გვაქვს. ღიად ვთქვათ, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს და რუსეთთან დავრჩეთ პირისპირ.

მაგრამ ესეც არ გამოუვათ, რადგან ხალხისთვის გზავნილი ევროპელების მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული. ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ არანაირი დაჩქარებული გაწევრიანება არ მოხდეს საქართველოსი, არც ევროკავშირში და მითუმეტეს, ნატოში. ეს არის ჩვეულებრივ ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის პუტინის დავალება, ამის უფლებას არ მივცემთ, მათ გავაშიშვლებთ. ჩვენ ისევ მივდივართ ბრიუსელში, რომ ამათ იმედზე არ იყოს ჩამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კომენტარები