პუტინის რუსეთი

რუსეთში RENAULT-ის ნაციონალიზაცია მოხდა, ქარხანაში მოსკვიჩების წარმოებას გეგმავენ

Avtogrodno

ფრანგული მანქანათმშენებელი ბრენდის, Renault-ის აქტივები რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადადის. ინფორმაციას რუსეთის წარმოებისა და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

კონცერნ ავტოვაზის აქციების 67.69%, რომელსაც რენო ფლობდა ავტომობილების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საკუთრებაში გადავიდა, ხოლო რენო რუსეთის აქციების 100% მოკსოვის მთავრობამ დაისაკუთრა. 

გარიგების თანახმად მომდევნო 6 წლის განმავლობაში Renault ქარხნის გამოსყიდვის უფლებას იტოვებს. 

"ჩვენ მივიღეთ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება, რათა შეგვენარჩუნებინა 45 000 რუსეთში მომუშავე თანამშრომლის ხელფასი. ამასთან ქვეყანაში სამომავლოდ დაბრუნების ეფექტური ბერკეტიც დავიტოვეთ". – ამბობს რენოს გენერალური დირექტორი, ლუკა დე მეო.

მოსკოვის მერის განცხადებით ნაციონალიზირებულ ქარხანაში მოსკვიჩების წარმოება აღდგება.

"აღორძინებული მოსკოვის საავტომობილო ქარხნის ტექნოლოგიური პარტნიორი КАМАЗ იქნება. პირველ ეტაპზე აქ აიწყობა მოსკვიჩის შიდა წვის ძრავის ავტომობილები, მომავალში ელექტრომობილების წარმოებასაც ვგეგმავთ". – ამბობს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

კომენტარები