რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკიმ უკრაინაში პრორუსული პარტიების აკრძალვის კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკი
Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რადის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ქვეყანაში პრორუსულ პარტიებს კრძალავს.

კანონის თანახმად, უკრაინაში აკრძალული იქნება პოლიტიკური პარტიების შექმნა, თუ მათი მიზნები ან ქმედებები მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის გამართლებას, კანონიერად აღიარებას, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის უარყოფას, მათ შორის, რუსეთის ან/და ბელარუსის შეიარაღებული აგრესიის  უკრაინის შიდა კონფლიქტად, სამოქალაქო კონფლიქტად, სამოქალაქო ომად წარმოჩენას, ასევე, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებითი ოკუპაციის უარყოფას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები