რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე: ვისაც ეწყინა, რომ საქართველო არ იყო G7-ზე, სწყინს, რომ საქართველო არ არის ომში

მიზეზი არის ძალიან პოზიტიური, რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს, არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და განსხვავებით მოლდოვისგან. ის ადამიანები, ვინც წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, საქართველოში არ არის ომი და ეს არის რეალობა.  

[...] ვისაც ეწყინა, რომ საქართველო არ იყო წარმოდგენილი დიდ შვიდეულზე, მას სწყინს ის, რომ საქართველო არ არის ომში. ძალიან მარტივად არის აქ საქმე.  

გერმანიის საელჩო მარტო გერმანიის საელჩო ხომ არ არის? გერმანიის საელჩო ახმოვანებს გერმანიის და მთლიანად შვიდეულის საერთო პოზიციას. გერმანიის საელჩომ განმარტა შემდეგი - უკრაინა არის ომში, მოლდოვა უშუალოდ ემიჯნება საომარ მოქმედებებს. ამიტომ მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კითხვაზე, თუ რატომ არ არის საქართველო მიწვეული დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრებზე, რომლებსაც მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები ეწრებიან

კომენტარები