რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რატომ მიიწვიეს G7-ის შეხვედრაზე უკრაინა და მოლდოვა – საელჩოს განმარტება

იმედი

საქართველოში გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რატომ მიიწვიეს დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრაზე მოლდოვა, უკრაინა და ინდონეზია. 

"ინდონეზია დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის, მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო". - აცხადებენ საელჩოში. განცხადებას Interpressnews-ი ავრცელებს.  

G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გაჩენილ პრობლემებს, მათ შორის საკვებთან და ენერგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. 

G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში ვერ მოხვდა.

კომენტარები