პუტინის რუსეთი

სიტყვით გამოსვლისას ტომსკის ახალ გუბერნატორს საკუთარი გუბერნიის სახელი ორჯერ შეეშალა

Ria

10 მაისს ტომსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმირ მაზური დაინიშნა. 12 მაისს სიტყვით გამოსვლისას მაზურს საკუთარი გუბერნიის სახელი ორჯერ შეეშალა.

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ანატალო სერგეის ძე ჟვაჩკინს(ტომსკის ყოფილ გუბერნატორს), რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა და დიდი წვლილი შეიტანა ტიუმენის ოლქის განვითარებაში. ტიუმენი მიწა ძლიერი სულის მქონე ციმბირელების მიწაა". – ამ სიტყვებით მიმართა მაზურმა ტომსკის პარლამენტს.

მიმართვა ონლაინ რეჟიმში, ადგილობრივი პარლამენტის საიტზე გადმოიცემოდა. გამოსვლის ჩანაწერი ამჟამად წაშლილია. გუბერნატორის პრეს ცენტრის თქმით მაღალჩინოსანი ნერვიულობდა და შეცდომაც ამიტომ დაუშვა.

ტომსკი და ტიუმენი მოსაზღვრე გუბერნიებია. 2011-2012 წლებში მაზური ტიუმენის, ხოლო 2020 წლიდან ტომსკის ადმინისტრაციებში მუშაობდა. 

წყარო: Meduza

კომენტარები