რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის დაბომბვისას რუსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ოლქის გუბერნატორი

რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მიერ საზღვრისპირა დაბომბვის შედეგად, რუსეთში მშვიდობიანი მოქალაქე პირველად დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის მთავრობაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, "სოფელ სოლოხის დაბომბვისას ერთი ადამიანი დაიღუპა".

სოფელი სოლოხი უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. 

"სოფელ სოლოხის მოსახლეობას ხელმძღვანელის, ვლადიმირ პერცევისა და რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსის, სერგეი პოტაპოვის ხელმძღვანელობით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ". - თქვა გლადკოვმა. 

ბელგოროდში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინა აფეთქებებზე პასუხისმგებლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 

გასულ კვირას გლადკოვმა თქვა, რომ სოფელ ნეხოტეევკაში 5 სახლი განადგურდა. 

"დღეს დასახლებაში სულ რაღაც 30-მდე ადამიანია დარჩენილი. ადამიანების უმეტესობა უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ". - ამბობს გლდაკოვი. 

კომენტარები