რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლინა: იბრძოლეთ მარიუპოლის გარნიზონისთვის, დაგვეხმარეთ ჯარისკაცების გამოყვანის პროცესში

მე საზღვაო ქვეითი ვარ.

სწორედ საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს, როგორ მიყვარდეს უკრაინა გულწრფელად. მიყვარდეს ვაჟკაცურად და უშიშრად, იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტებში, მიყვარდეს მამაცურად და უკომპრომისოდ! და სანამ გული მიცემს, ვიგრძნობ წმინდა და უპირობო სიყვარულს სამშობლოს მიმართ. სამშობლო ისაა, სადაც შვილს უყვარს დედა, ძმას უყვარს და, მამას კი შვილი! ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს!

საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ესენი არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც სიცოცხლეს დაუფიქრებლად გასწირავენ სამშობლოსთვის. ესენი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად იზიარებენ იმას, რაც დარჩათ, დახმარების ხელს უწვდიან ერთანეთს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საერთო სიყვარული დედა უკრაინის მიმართ!

ჩვენ ვიბრძვით...

თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების თხოვნა გვაიძულებს ვიმოქმედოთ, მაშინ მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, უკრაინელი სამხედროების გამოყვანის პროცესის დაწყებაში დახმარებისკენ.

მარიუპოლის გარნიზონის ერთ-ერთმა ლიდერმა,  უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა აზოვსტალის ქარხნიდან. 

კომენტარები