რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: არ შევკრთებით, არ დავნებდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება

Toby Melville/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინის ურყევ მეგობრად რჩება, მაშინ როცა იგი აგრძელებს "გმირულ ბრძოლას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ". ამის შესახებ ჯონსონმა დედოფლის სიტყვის წაკითხვამდე ისაუბრა.

"ჩვენ არ შევკრთებით, არ დავნებდებით მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება". - თქვა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა პუტინის აგრესიის სახით "უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას", ამიტომ მის წინააღმდეგ საჭიროა მსოფლიოს ერთიანობა. 

"ეს ქვეყანა უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას. ვპასუხობთ პუტინის უკრაინაზე თავდასხმას, ვაერთიანებთ მსოფლიოს მისი აგრესიის წინააღმდეგ და ვაწესებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ". - ამბობს ჯონსონი. 

დედოფლის გამოსვლა, რომელსაც მთავრობა წერს, მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სამეფო, ასევე პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. იგი მონარქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვალეობაა, რადგან პარლამენტის სახელმწიფო გახსნის ცერემონიას წარმოადგენდა. გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოს გეგმის ერთგვარი პრეზენტაციაა, ამიტომ მის შინაარსზე კანონმდებლები დღეების განმავლობაში მწვავედ კამათობდნენ. წელს გამოსვლა ელიზაბეტ მეორეს ნაცვლად უელსის პრინცმა ჩარლზ მეორემ წაიკითხა. 

კომენტარები