რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლანდსბერგისი: სანამ რუსეთის ხელისუფლებაში ეს რეჟიმია, გარშემო ქვეყნებს საფრთხე ემუქრება

ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, გარშემო ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრება. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი, რადგან, შეიძლება, შეიცვალოს პუტინი და მისი ახლო წრე, თუმცა მისი ადგილი, შეიძლება, სხვა პუტინმა დაიკავოს.

[...] სანამ არსებობს რეჟიმი, რომელიც აპირებს ომების წარმოებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ, გარშემო მყოფ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ. თუ რაიმე დამტკიცდა მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარებოდა 2008 წლის შემდეგ საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში პირველი ომის დაწყების შემდეგ, არის ის, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. ეს ძალიან ცხადია.

თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Associated Press-სთან ინტერვიუში.

კომენტარები